21.06.2012
გიორგი მერებაშვილი - ესპანეთის მთავარი კონკურენტი გერმანიაა (RU)

ევრო 2012-ის მიმდინარეობის შესახებ თვის აზრს ჩვენი გუნდის ათიანი გიორგი მერებაშვილი გვიზიარებს.

გიორგი მერებაშვილი - პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ჯერჯერობით ევროპის პირველობამ ჩემი იმედები ვერ გაამართლა. თუ არ ჩავთვლით გერმანიას და ესპანეთს, ვფიქრობ სხვა ვერცერთმა გრანდმა თავიანთი გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გაამართლა. ნათელი მაგალითი ჰოლანდიის ნაკრებია, რომელიც ევრო 2012-ის იმედგაცრუებად იქცა. ესპანეთს ვგულშემატკივრობ და ვფიქრობ მათი მთავარი კონკურენტი გერმანია იქნება. ჩემი აზრით ნახევარფინალში თამაშის უფლებას გერმანიის, ესპანეთის, იტალიის და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მოიპოვებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024