დინამოელები წლის მთავარ საფეხბურთო მოვლენის ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას ყურადღებით ადევნებენ თვალს. ევრო 2012-ის შესახებ თავის მოსაზრებას დღეს ჯაბა ჯიღაური გვიზიარებს.
ჯაბა ჯიღაური - ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობას ცხადია ყურადღებით ვადევნებ თვალს. ჩემი აზრით პირველობას სამი აშკარა ფავორიტი ჰყავს: საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი. ჩემი სიმპათიები საფრანგეთს ეკუთვნის. ძალიან გული დამწყდა ხორვატიის ჯგუფში ჩარჩენა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ალბათ ყველასათვის ჰოლანდიელთა ფიასკო გახლდათ. ნაკრების ლიდერებს წარმატებული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ თითქოს ფიზიკურად არ იყვნენ მზად, თამაშის ტემპს ვერ ყვებოდნენ. ვფიქრობ ვან დერ ვაარტს თავიდანვე რომ ჰქონოდა შანსი, შეძლებდა მდგომარეობის გამოსწორებას. ჩემი აზრით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი– ინიესტაა, სასიამოვნოდ გამაკვირვა ძაგოევმაც.