აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირის მეორე სათამაშო დღეს დინამო თბილისის აკადემიის U-13 გუნდი ბულგარულ სლავიას დაუპირისპირდა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და მშრალი ანგარიშით 3:0 სძლიეს. მოზარდ დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი ლევან ხარაბაძემ, ლაშა უგრეხელიძემ და საბა ჯიქიამ გამოიჩინეს. ორი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დინამოელებს 4 ქულა აქვთ. ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ მატჩს დინამოელები ხვალ უკრაინული კარპატის წინააღმდეგ გამართავს.