04.07.2012
დინამოს დუბლები ახალი სეზონისთვის ემზადებიან (RU)

დინამოს დუბლშემაგენლობა ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა. ვასილ მაისურაძის გუნდი დღეს დიღმის ბაზაზე შეიკრიბა და პირველი ვარჯიშიც გამართა.

ვასილ მაისურაძე – სეზონის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს ინდივიდუალური დავალებები მივეცით, საინტერესოა რამდენად კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მისიას. გუნდი ახალი და ძველი სახეებით მომავალი სეზონისთვის აქტიურად მოემზადება. ერთი კვირის განმავლობაში გუნდი დიღმის ბაზაზე ივარჯიშებს, ამის შემდეგ გვექნება სპარინგ მატჩებიც. ასევე იგეგმება შეკრებაზე უკრაინაში გუნდის  გამგზავრებაც, სადაც ამხანაგურ შეხვედრებს უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან ჩავატარებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024