12.07.2012
დავით ხოჭოლავა – მომენატრა ფეხბურთის თამაში (RU)

ჩვენი გუნდის ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, დავით ხოჭოლავა, ესპანურ შეკრებაზე დაშავდა. გაწყვეტილი იოგები და კოჭის მოტეხილობა – ამ მიზეზით დავით ხოჭოლავას ექვსი თვე გაუცდა. ახლა კი მან ვარჯიში განაახლა.

დავით ხოჭოლავა – დეკემბრის ბოლოს მსუბუქი ტრავმა მივიღე, ესპანურ შეკრებაზე კი ფაქტობრივად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავვარდი. კოჭი მქონდა მოტეხილი და იოგები გაწყვეტილი. საოპერაციოდ კლუბმა გერმანიაში გამაგზავნა ცნობილ გერმანელ სპეციალისტთან – თომას ფრიულიხთან. რეაბილიტაციის ორ კვირიანი პერიოდიც გერმანიაში გავატარე. ახლა ტრავმა მოვიშუშე, ტკივილებიც აღარ მაწუხებს, ინდივიდუალურადაც დავიწყე ვარჯიში და იმედი მაქვს სექტემბრიდან გუნდთან ერთად თამაშსაც მოვახერხებ. ძალიან მომენატრა ფეხბურთის თამაში – მითუმეტეს ახალი სტიმული, ახალი მწვრთნელი, ახალი მიზნებია ჩვენს წინ. გასულ სეზონში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგი წელს აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ და სატურნირო ცხრილში დინამოსთვის სეზონი ჩვეულ პოზიციაზე უნდა დავასრულოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024