სლოვენიური შეკრების მომდევნო, რიგით მეორე შეხვედრას დინამოელები ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე ჩაატარებენ. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონური ეკსტრაკლასას მეათეადგილოსანი - იაგელონია იქნება. 1920 წელს დაასებული პოლონური გუნდი საშინაო ატჩებს Białystok City Stadium-ზე ატარებს, რომელიც 6000 გულშემატკივარს იტევს. იაგელონიას ყველაზე დიდი წარმატება 2010 წლით თარიღდება, როდესაც გუნდმა პოლონეთის თასისა და სუპერთასის მოგება.
აღსანიშნავია, რომ პოლონური გუნდის შემადგენლობაში ირიცხება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი ნიკა ძალამიძე. იაგელონიას კაპიტანი კი ტომაშ ფრანკოვსკი არის, რომელსაც დინამოსთან ცუდი მოგონებები აკავშირებს. ფრანკოვსკი 2004/2005 წლების სეზონში კრაკოვის ვისლაში ასპარეზობდა, რომელის ძლევითაც დინამოელებმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.