21.07.2012
დინამოს დუბლებმა ამხანაგურ შეხვედრაში იმარჯვეს (RU)

დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა ამხანაგური შეხვედრა საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრებთან გამართეს. მატჩი ვასილ მაისურაძის შეგირდების გამარჯვებით დასრულდა – დინამოელებმა მეტოქე 7:1 დაამარცხეს.

დინამოელებმა ორი განსხვავებული შემადგენლობით ითამაშეს. პირველ ნახევარში მოედანზე ტყეშელაშვილი, გაბაშვილი, ფოცხვერია, მუმლაძე, რუხაძე, ლობჟანიძე, ჭეჭელაშვილი, კვეკვესკირი, კაკულია, კაკაბაძე და ხიზანეიშვილი ვიხილეთ. მეორე ტაიმი ვასილ მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: დობორჯგინიძე, მაჭავარიანი, გურეშიძე, ნოზაძე, სამხარაძე, სარიშვილი, ჯავახიშვილი, კახნიაშვილი, მურცხვალაძე, ზივზივაძე, ნიკვაშვილი.

დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი ჭეჭელაშვილმა, ფოცხვერიამ, რუხაძემ, ზივზივაძემ, კახნიაშვილმა და გაბაშვილმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა შეხვედრის 22–ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, 29–ე წუთზე კი დუბლის გაფორმებაც მოახერხა. 71–ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ზარანდიამ გოლის გატანა და ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024