17.08.2012
ჩვენი მეტოქე – ტორპედო (RU)

ურისა და ჩემპიონატის გამორჩეული თამაში, ქართულ კლასიკოდ წოდებული დინამო თბილისისა და ქუთაისური ტორპედოს დაპირისპირება 18 აგვისტოს, დინამო არენაზე საღამოს შვიდ საათზე დაიწყება.

რმატჩიანი მოუგებელი სერია – დინამოელები უსიამოვნო სერიის შესაწყვეტად კლასიკოს მოსაგებად ემზადებიან. ქუთაისში 1946 წელს ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე დაარსებული ტორპედო სამ წელიწადში იმჟამინდელი საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებული ხდება. 1960 წელს გუნდმა ბ დივიზიონის მეორე ზონაში პირველი ადგილი დაიკავა და ვინაიდან 1960 წელს 1 დივიზიონის საგზური არ გათამაშებულა, მომდევნო სეზონი რანგით მაღალ ლიგაში არ უთამაშია. ერთ წელიწადში ქუთაისელმა ფეხბურთელებმა კვლავ პირველი ადგილი დაიკავეს ბ დივიზიონში. ამით ტორპედომ ა დივიზიონში გადასასვლელ სამთა ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ტალინის კალევთან და თბილისის ლოკომოტივთან ჭიდილში ტორპედომ პირველი ადგილის დაკავება მოახერხა და ა დივიზიონის საგზურიც მოიპოვა. 

თული აღმოჩნდა ა დივიზიონში გატარებული წლები. დებიუტანტის კვალობაზე ტორპედო დამაკმაყოფილებელ შედეგს აჩვენებს, გუნდი მე–15 ადგილს დასჯერა. ქუთაისურმა გუნდმა სოვეტსკი სპორტისგან სამართლიანი თამაშისთვის დაწესებული პრიზი მიიღო. 1966 წელს ტორპედო ა დივიზიონში მე–16 ადგილს იკავებს და გათამაშებას ემშვიდობება.

 

ირველი სერიოზული გამარჯვება ტორპედომ 1999 წელს მოიპოვა. ქუთაისურმა კლუბმა დამოუკიდებელი საქართველოს თასის მოგება მოახერხა. კიდევ უფრო სახელოვან გამარჯვებას ტორპედომ 1999/2000 წლების სეზონში მიაღწია – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ანალოგიური შედეგი 2000/2001 და  2001/2002 წლების სეზონშიც გაიმეორა და ჩემპიონატის ზედიზედ სამგზის გამარჯვებული გახდა. 2000/2001 წლების სეზონში ტორპედომ დუბლი შეასრულა – გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტულს თასიც მიამატა და მიღწევათა მუზეუმი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა. 2008 წელს ქუთაისის ტორპედო ფინანსური გარანტიების არ ქონის გამო უმაღლესი ლიგას გამოეთხოვა. 2010/2011 წლების სეზონში ტორპედო კვლავ დაბრუნდა საფეხბურთო ელიტას.

როვნული ჩემპიონატის ერთ–ერთ გამორჩეულ გუნდთან, ქუთაისის ტორპედოსთან, დინამოელებს დადებითი ბალანსი აქვთ. აქამდე გამართულ 51 თამაშში თბილისელმა 24–ჯერ მოიგეს, 12 ფრედ ითამაშეს და 15 წააგეს, ბურთების შეფარდება 84:49 თბილისელთა მხარესაა. დინამოსა და ტორპედოს ურთიერთშეხვედრების ისტორიიდან აღსანიშნავია 1991 წლის 1 აპრილს და 1995 წლის 17 სექტემბერს გამართული დინამოს საშინაო შეხვედრები. ჩვენმა გუნდმა ტორპედო დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

ინამოსა და ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლება. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს 26–ჯერ შეხვდნენ. 13 თამაშში გამარჯვება ჩვენმა გუნდმა იზეიმა, 9 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 4 კი – მეტოქის გამარჯვების. ბურთების შეფარდება 38:21.

რმატჩიანი დაპირისპირებაში ყაზახურ აქტობესთან (1:1, 0:1) დამარცხებული და ევროპის ლიგის მიღმა დარჩენილი ტორპედო ახალ სეზონს უხასიათოდ შეეგება, თუმცა გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. პირველ ტურში ზუგდიდთან, მეტად ხისტ და დაძაბულ შეხვედრაში, ქუთაისელმა ფეხბურთელებმა მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოიგეს. გამარჯვების გოლი მატჩის 64–ე წუთზე ნიკა საბანაძემ გაიტანა. თუ გადავავლებთ თვალს დინამოს ისტორიას ვნახავთ, რომ ჩვენს გუნდს 18 აგვისტოს გამართულ სამ შეხვედრაში 100% მაჩვენებელი აქვს. 1994 წელს დინამომ თბილისში კოლხეთი 4:0 დაამარცხა, გოლები ჯამარაულმა, ქინქლაძემ და ყაველაშვილმა გაიტანეს, ამ უკანასკნელმა დუბლის შესრულება მოახერხა. 1997 წელს დინამოელებმა გორის დილასაც 4:0 მოუგეს. გორელთა კარში სამი გოლი იაშვილმა გაიტანა, ერთი ბურთი კი გივი კვარაცხელიას ანგარიშზეა, რომელიც დღესაც ჩვენი გუნდის ღირსებას იცავს. უკანასკნელად დინამოელებმა 18 აგვისტოს 2002 წელს ითამაშეს, ჩვენი გუნდი წნორის მილას დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა, გოლი სამხარაძემ გაიტანა.

როგორი იქნება 18 აგვისტოს ტორპედოს სასტარტო შემადგენლობა, ამას გია გეგუჩაძე გადაწყვეტს, ჩვენი ვარაუდით კი დინამოელებს შემდეგი თერთმეტეულის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში:

მიგინეიშვილი, კვახაძე, გურული, რიგვავა, დათუნაიშვილი, დოლიძე, გრიგალაშვილი, გიგაური, საბანაძე, ბოლქვაძე, ფირცხალავა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024