20.08.2012
შეცდომა თუ წესის არ ცოდნა ? (RU)

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში, რომელშიც დინამოელებმა ქუთაისის ტორპედოს 3:2 მოუგეს, მატჩის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან  3 დინამოელი გააძევა. ფეხბურთელების გაძევების ეპიზოდების შეფასება ხშირ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია და გასაგებია, რომ მატჩის არბიტრიც იმ სუბიექტურ გადაწყვეტილებას იღებს, რომელიც სამართლიანად მიაჩნია.

აი ტორპედოელთა მიერ გატანილი მეორე გოლი კი ჩვენი ვარაუდით თამაშგარე პოზიციიდან გავიდა. თამაშის წესებში   თამაშგარე მდგომარეობის წესის განმარტება ასეთია. 

 

მოთამაშე იმყოფება თამაშგარე

ის იმყოფება უფრო ახლოს მისი ოპონენტის კარის ხაზთან ვიდრე ბურთი და ბოლოდან მეორე ოპონენტი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი, თამაშის წესები, წესი 11 - თამაშგარე)

ჩვენი აზრით ამ ეპიზოდში ნათლად ჩანს, რომ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფება, რადგანაც გადაცემის მომენტში კარის ხაზსა და შემტევ მოთამაშეს შორის მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, წესით კი იქ მინიმუმ ორი ფეხბურთელი უნდა იმყოფებოდეს,  იქნება ეს მეკარე თუ მცველი.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024