26.01.2016
გია გეგუჩაძემ დინამო დატოვა

გია გეგუჩაძემ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტი და ამიერიდან საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებში იმუშავებს. ჩვენის მხრივ წარმატებებს ვუსურვებთ მას აღნიშნულ თანამდებობაზე. დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელის პოსტს კი 53 წლის სლოვაკი ფეხბურთის სპეციალისტი- იურაი იარაბეკი დაიკავებს, რომელმაც გუნდთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დინამოს ახალი დამრიგებელი ბოლოს სლოვაკურ სპარტაკ ტრნავას წვრთნიდა. ხვალ 13.00 საათზე დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდება ახალი მწვრთნელის წარდგენა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018