26.01.2015
პირველი ვარჯიში ანტალიაში

დღეს დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე პირველი ვარჯიში გამართეს. კახა გოგიჩაიშვილმა ფეხბურთელები მსუბუქად დატვირთა. გუნდს ანტალიაში 27 წლის ესპანელი ფორვარდი- მანუელ ონვუ შეუერთდა. მანუელი წლების მანძილზე პამპლონას ოსასუნას ღირსებას იცავდა. იგი გუნდთან ერთად ესპანეთის ელიტარულ პრიმერა დივიზიონში გამოდიოდა. მიმდინარე სეზონში კი სეგუნდაში ასპარეზობდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018