02.06.2014
დინამომ მზადება დაიწყო

საქართველოს 2013-14 წლების სეზონის ჩემპიონმა და თასის მფლობელმა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. დიღმის საწვრთნელ ბაზაზე  ჩატარებულ ვარჯიშში, რომელსაც რამაზ სვანაძე უძღვებოდა, მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ლორიას, ხიდეშელს, პაპუნაშვილს, ძარიას, პაპავას, მარცვალაძეს და კვირკველიას, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. ასევე მოგვიანებით შეუერთდებიან გუნდს დინამოს უცხოელი წევრებ-  ჩისკო მუნიოსი და პატრიკ ვუო.

კლუბთან კონტრაქტი დაუსრულდათ და გუნდი დატოვეს ირაკლი მოდებაძემ და გიორგი რეხვიაშვილმა, რომელთაც საფეხბურთო კლუბი დინამო თბილისი მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს მომავალ კარიერაში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018