21.11.2013
გრაიციარმა დინამო დატოვა

კლუბისა და ფეხბურთელის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე პეტერ გრაიციარმა დინამო დატოვა.  შეგახსენებთ, რომ 30 წლის სლოვაკი ნახევარმცველი 7 ივლისს, მოსკოვის დინამოსთან გამართულ ამხანაგურ მატჩში მძიმედ დაშავდა. მან წინა ჯვარედინი იოგი და მენისკი დაიზიანა.  ფეხბურთელი ჯერ კიდევ რეაბილიტაციის კურსს გადის და ექიმების ვარაუდით საუკეთესო შემთხვევაში სრულფასოვან ვარჯიშს მარტის თვეში შეძლებს. ჩვენი კლუბი მადლობას უხდის პეტერს გაწეული სამსახურისთვის, გამოჯანმრთელებას და წარმატებებს უსურვებს მას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018