30.05.2019
სლავა მეტრეველი 83

დღეს სლავა მეტრეველის დაბადების დღეა. ჩვენი გუნდის და ქართული ფეხბურთის ლეგენდა 1963 წლიდან 1971 წლამდე იცავდა დინამოს ღირსებას. 259 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 73 გოლი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ბროლის თასის მფლობელი, საბჭოთა ნაკრების უცვლელი წევრი, ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატების და ფიფას მსოფლიო ნაკრების მატჩის მონაწილე. რვაჯერ იყო დასახელებული 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში და აქედან შვიდჯერ პირველ ნომრად. განუმეორებელი სლავა მეტრეველი 1998 წელს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019