08.04.2018
ალექსანდრე ჩივაძე – 63

დინამოს ლეგენდარული კაპიტანი იუბილარია. დღეს ალექსანდრე ჩივაძე 63 წლის გახდა. დინამოს რიგებში საშა ჩივაძე 1974 წლიდან 1987 წლამდე ასპარეზობდა და ჩატარებულ 425 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. არის სსრკ– ს 1978 წლის ჩემპიონი. სამგზის პრიზიორი (1976 შემოდგომა-გაზაფხული, 1981). ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. ჩივაძე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დასახელდა რვაჯერ. სსრკ– ს ნაკრების კაპიტანი, 52 ჩატარებული მატჩი და გატანილი 3 გოლი. არის ფიფას ორდენის კავალერი. დინამოელები ვულოცავთ ალექსანდრე ჩივაძეს იუბილეს. ვუსურვებთ, ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და წარმატებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019