04.12.2017
წარმატება ფედერაციის თასზე

დინამოს აკადემიის მოედანზე თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული - ფედერაციის თასის ფინალური მატჩები გაიმართა. 10 წლამდე ფეხბურთელებს შორის გიორგი ნემსაძის სახელობის თასი გათამაშდა, რომელიც გამარჯვებულ გუნდს თავად ვეტერანმა ფეხბურთელმა გადასცა. ფინალურ შეხვედრაში დინამო და ავაზა წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ზურა ელიავას გუნდმა მთელი მატჩი დიდი უპირატესობით წარმართა, ცხრა უპასუხო გოლი გაუტანა ავაზას და ჩემპიონის კუთვნილი თასიც დაიმსახურა. სამი გოლი სალიამ გაიტანა, ორ-ორი აბაშიძემ და კაკაშვილმა, ხოლო თითოჯერ ჭიღლაძემ და გვასალიამ. 11 წლამდე გუნდებმა გოჩა ჯამარაულის სახელობის თასი გაითამაშეს. ფინალში დინამოს საბურთალო დაუპირისპირდა. გადამწყვეტი შეხვედრა საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველ ტაიმში საბურთალო ფლობდა უპირატესობას და მეტოქემ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიოყენა. მეორე ნახევარში კი თამაში დინამომ წაიყვანა. მარტო ხუთჯერ საბურთალოს კარი ძელმა და ხარიხამ იხსნა, საბოლოოდ კი გოლი ნათენაძემ გაიტანა და რევაზ გვარაკიძის გუნდმა გოჩა ჯამარაულის სახელობის თასი მოიგო.

U10 დინამო: პაპასკირი, სტეფლიანი, გვასალია, ხუციშვილი, კაკაშვილი, გოგოლი, გვაზავა, აბაშიძე

შეცვლაზე შევიდნენ: სალია, უზოევი, კაკულია, ბარნოვი, წულაია, ჭიღლაძე

U11 დინამო: საური, ქელდიშვილი, ხორავა, ფეიქრიშვილი, ნათენაძე, შაშიაშვილი, პატარკაციშვილი, ბენდიანაშვილი, ჩიკვილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გრიგალავა, კერესელიძე, ბუბუტეიშვილი, საჯაია, თურქია, ხელაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017