14.11.2017
ლე­ვან გე­გეჭ­კო­რი: შეკ­რე­ბა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სა­ა­თი მახ­სოვს...

გუ­შინ, ქუ­თა­ის­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა 2017 წლის ბო­ლო შეხ­ვედ­რა გა­მარ­თა და ბე­ლა­რუსს და­უ­ზავ­და - 2:2.

სა­ინ­ტე­რე­სო იყო ამ­ბა­ვი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯიშ­ზე მოხ­და: ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის კა­პი­ტან­მა ჯა­ბა კან­კა­ვამ ნაკ­რე­ბის დე­ბი­უ­ტანტს, თბილისის "დინამოს" 23 წლის მცველ ლე­ვან გე­გეჭ­კორს სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი გა­დას­ცა. ახალ­წ­ვე­უ­ლის და­ჯილ­დო­ე­ბა ნაკ­რებ­ში ტრა­დი­ცი­ად დამ­კ­ვიდ­რ­და: მა­ნამ­დე, მსგავ­სი პრი­ზი მიიღო ირაკ­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძემ, რო­მელ­მაც გუ­შინ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სა­ნაკ­რე­ბო გო­ლიც გა­ი­ტა­ნა...

მატჩის შემდეგ "ლელომ" გეგეჭკორთან ინტერვიუ ჩაწერა:

- სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ძი­რი­თად შე­მად­გენ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად ითა­მა­შეთ. რო­გო­რია პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი?
- ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გან­ც­და და დი­დი მო­ტი­ვა­ცი­აც იყო. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი ის არის, რომ მწვრთნე­ლი გენ­დო­ბა და ძი­რი­თად­ში გა­ყე­ნებს. ვა­ი­სის კე­თილ­გან­წყო­ბას მთე­ლი შეკ­რე­ბის დროს და მა­ნამ­დეც ვგრძნობ­დი.

- თა­მა­შამ­დე თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პ­რი­ზი მო­გიწყ­ვეს - წყალ­ტუ­ბო­ში სიმ­ბო­ლუ­რი სა­ჩუ­ქა­რი გად­მოგ­ცეს...
- იმა­ნაც ძა­ლი­ან იმოქ­მე­და, ნაკ­რე­ბის ვიმ­პე­ლით ჯა­ბა კან­კა­ვამ და გუ­რამ კა­ში­ამ რომ და­მა­სა­ჩუქ­რეს. თით­ქოს, დე­ტა­ლია, მაგ­რამ - ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო.

ნაკ­რებ­ში დე­ბი­უ­ტან­ტი ვარ და შეკ­რე­ბა­ზე გა­ტა­რე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი სა­ა­თი და დღე მა­მახ­სოვ­რ­დე­ბა. ამა­ზე მე­ტი რა სტი­მუ­ლი უნ­და იყოს, რო­ცა მო­ე­დან­ზე გა­დი­ხარ, შე­ნი ქვეყ­ნის ჰიმ­ნ­ზე დგე­ბი და თა­მა­შობ. ყვე­ლა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­ში მი­თა­მა­შია, იქაც მქონ­და დი­დი ემო­ცია და ახ­ლა ხომ სა­ერ­თოდ - ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი სხვა სი­მაღ­ლე­ზე მოხ­ვედ­რის შან­სი და იმე­დია.

- თა­ვი­დან შე­ბო­ჭი­ლი ჩან­დით, მე­რე კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ო­რე ტა­ი­მის და­საწყის­ში, შე­ტე­ვებ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვეთ. ეს მწვრთნე­ლის და­ვა­ლე­ბა იყო?
- მწვრთნელ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა და­ვა­ლე­ბას მოგ­ცემს. ვა­ისს უყ­ვარს, მცვე­ლი რომ ამ­წ­ვა­ვებს თა­მაშს და შე­ტე­ვებ­ში ერ­თ­ვე­ბა. ვიგ­რ­ძე­ნი, შე­იძ­ლე­ბო­და თა­მა­ში და მეც თა­მა­მად შე­ვუ­ტიე. ჩემს მხა­რეს მცველ­თან და ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­თან უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბო­და და ეს გა­მო­ვი­ყე­ნე.

- თუმ­ცა, მე­ო­რე ტა­იმ­ში ბე­ლა­რუ­სე­ბიც მწვა­ვე კონ­ტ­რ­შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­დ­ნენ. და­ი­ღა­ლეთ თუ შე­ტე­ვებს რა­ტომ ვე­ღარ აჩე­რებ­დით?
- ალ­ბათ, ესეც ლო­გი­კუ­რი იყო. შინ ვთა­მა­შობ­დით, მო­გე­ბა გვინ­დო­და და მე­ო­რე ტა­ი­მის ბო­ლოს­კენ მთე­ლი გუნ­დით შე­ტე­ვა­ზე გა­და­ვე­დით. ასეთ დროს დაც­ვას ნაკ­ლე­ბი ყუ­რადღე­ბა ექ­ცე­ვა და მე­ტო­ქის­თ­ვის კონ­ტ­რ­შე­ტე­ვე­ბის წა­მოწყე­ბა შე­და­რე­ბით ად­ვი­ლია. ბე­ლა­რუ­სი კი სწო­რედ კონ­ტ­რ­შე­ტე­ვის გუნ­დია.

- მე­ტო­ქე­ზე რას იტყ­ვით?
- საკ­მა­ოდ სწრა­ფი და სა­ინ­ტე­რე­სო გუნ­დი აღ­მოჩ­ნ­და. რო­გორც ვთქვი, კონ­ტ­რ­შე­ტე­ვე­ბი ეხერ­ხე­ბათ. მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს შეხ­ვედ­რა ჩვე­ნი მო­სა­გე­ბი იყო.

 

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
http://bit.ly/2AJQDw8
მერაბ მამულაშვილი  2017.11.14
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017