30.08.2017
აკადემიის აღზრდილები ევროპულ კლუბებში

ჩვენი გუნდის ორი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი, დინამოს აკადემიის აღზრდილები  - ლუკა ლოჩოშილი და გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას უცხოეთში გააგრძელებენ. ლუკა ლოჩოშვილი უკრაინაში იმყოფება და კონტრაქტი იქაური ფეხბურთის გრანდთან, კიევის დინამოსთან გააფორმა. მოგეხსენებათ, რომ ლუკას ტრავმა აწუხებდა და თბილისში დაწყებულ სარეაბილიტაციო პროცესს კიევში გააგრძელებს. გიორგი ჩაკვეტაძემ კი კონტრაქტი ბელგიურ გენტთან გააფორმა და გუნდს ახალგაზრდული სანაკრებო თამაშების შემდეგ შეუერთდება. ჩვენი კლუბი სატრანსფერო სარგებელის გარდა მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს. დინამო თბილისი მადლობას უხდის ლოჩოშვილსა და ჩაკვეტაძეს და იმედოვნებს, რომ ისინი გაამართლებენ მათზე გაცემულ იმედებსა და ავანსებს, რითაც დინამოს აკადემიას და მთლიანად ჩვენს ქვეყანას ასახელებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018