15.09.2014
გიორგი სიჭინავა – 70

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი- გიორგი სიჭინავა დღეს 70 წლის გახდა. გიორგი სიჭინავა დაიბადა ქალაქ გაგრაში. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 1960– დან 1969 წლის ჩათვლით ასპარეზობდა. 215 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის პირველობის ოქროს მედლის მფლობელი და 1962 წლის პრიზიორი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ოთხჯერ. არის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ გიორგის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018