12.08.2017
ფრე სამტრედიაში

დღეს სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონმა ეროვნული ლიგის ოცდამეორე ტურის შეხვედრა მიიღო, რომელშიც სამტრედიამ დინამოს უმასპინძლა. მატჩი თბილისელთა სახიფათო საჯარიმო ჩაწოდებით დაიწყო, ბოლო მომენტში გიორგი ჩაკვეტაძის ჩაწოდებულ ბურთს ლუკა ლოჩოშვილი ვერ შეწვდა. მეშვიდე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო და დინამოს მთავარ მწვრთნელს იძულებითი ცვლილება მოუწია, მოედანზე გიორგი კუცია გამოჩნდა. მე- 12 წუთზე დინამომ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან. სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გიორგი ჩაკვეტაძემ წამოიწყო, ბურთი ბექა მიქელთაძემ მიიღო, ტექნიკურადაც ითამაშა, მაგრამ დარტყმული ბურთი ოდნავ ააცილა მასპინძელთა კარს. საპასუხოდ მე- 20 წუთზე ლაშა კასრაძემ ითამაშა დასწრებაზე და ბურთი დინამოელთა კარის ხარიხას გაარტყა. 41- ე წუთზე დინამოს კარი დავით ჯიქიას ძლიერად დარტყმულის შემდეგ ნუკრი რევიშვილმა იხსნა. პირველი ნახევარი ესეც დასრულდა. მეორე ტაიმი ბექა მიქელთაძის სახიფათო დარტყმით განახლდა, ბურთი ომარ მიგინეიშვილმა ბოლო წამს მოიგერია. მომდევნო შეტევაში გიორგი კუციას დარტყმული გამოდგა არაზუსტი. ამის შემდეგ მატჩი ურთიერთშეტევებში, მაგრამ რეალური სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. მატჩის 74- ე წუთზე დავით რაჟამაშვილის შორიდან დარტყმული ნუკრი რევიშვილმა უკუაგდო. 87- ე წუთზე თბილისელებმა საგოლე კონტრშეტევა წამოიწყეს, ბექა მიქელთაძე გაიჭრა მეტოქის კარისკენ და საბოლოოდ ზუსტი დარტყმით დაასრულა შეტევა 0:1. მასპინძლებმა წონასწორობა 92 წუთზე აღადგინეს, გოლი გურამ სამუშიამ გაიტანა და თამაში 1:1 დასრულდა. მომდევნო შეხვედრას თბილისელები 20 აგვისტოს დინამო არენაზე, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

სამტრედია  1:1  დინამო

 

გოლი: 0:1 მიქელთაძე 87’  1:1 სამუშია 92’ 

გაფრთხილება: მიქელთაძე 53’  რევიშვილი 55’  მჭედლიშვილი 78’  კუცია 80’  ქოჩლაძე 90’  სამუშია 90’

 

სამტრედია: მიგინეიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე, მჭედლიშვილი, გ. მანჯგალაძე (მარკოზაშვილი 72), დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, ჯიქია (სამუშია 77), საბანაძე, გიი

დინამო: რევიშვილი, გეგეჭკორი, კობოური, ლოჩოშვილი (კუცია 7), თევზაძე, ქარდავა, ნინუა (ალიუ 93), შულაია, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, კოვტალიუკი (ქოჩლაძე 60)

 

მსაჯი: ჯ. ხორავა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017