20.04.2017
ვიტალი დარასელიას თასი საზეიმოდ გაიხსნა

დღეს დინამოს აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის მეორე საერთაშორისო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა - ტარიელ ხეჩიკაშვილმა, დინამოს აკადემიის დირექტორმა - არჩილ კეკელიამ, ვეტერანმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ჯამლეტ ხუხაშვილმა და გახსნის ცერემონიის წამყვანმა - დიმა ობოლაძემ. ტურნირის გახსნით ცერემონიალს ასევე დაესწრო ვიტალი დარასელიას ოჯახი და შეჯიბრი სიმბოლურად სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილმა გახსნა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017