12.10.2017
ქართული საკლუბო საიტები
fcchikhura.ge

Sportall.Ge

საჩხერის "ჩიხურა" ბოლო პერიოდში საკმაოდ ხშირად მონაწილეობს ევროპა ლიგის შესარჩევში, წელს კი იმერული გუნდი საქართველოს თასიდან ცდილობს საკვალიფიკაციოზე მოხვდეს.

პირველივე, რაც საიტზე შესვლისას თვალში საცემია, ეს სიახლეებია. მომავალ მატჩს მხოლოდ ფოტოთი, ტექსტის გარეშე აანონსებენ, ხოლო დასრულებულ შეხვედრაზე ერთი დღის შემდეგ, მხოლოდ შემადგენლობებსა და გოლების ავტორებს წერენ. სტატიას თან ურთავენ ფოტოს და ვიდეოს.

საიტზე, რომელიც მხოლოდ ქართულ ენაზეა, ინფორმაციას კლუბში დასაქმებულთა შესახებ და კლუბის ისტორიაზეც ვიგებთ.

ახალგაზრდულ გუნდებზე მხოლოდ ფოტოებია განთავსებული და ერთადერთი ლინკი ფედერაციის საიტზე გვამისამართებს. მატჩების ველში არ მუშაობს ეროვნული ლიგის კალენდარი. ვერ შეიტყობთ, "ჩიხურას" ვისთან ელის მომავალი შეხვედრები და ჩატარებული თამაშების ანგარიშებიც არ ჩანს.

თუ რას წერს პრესა "ჩიხურაზე", საიტზე სულ 5 ლინკია წარმოდგენილი და ბოლო სიახლე 2016 წლის აგვისტოსია.

ვიდეოგალერეაში ძველი ვიდეოებია და ზოგიერთი არც ირთვება.



fcsaburtalo.ge

Sportall.Ge

"საბურთალო" მე-5 ადგილზეა და საკვალიფიკაციო ზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.

კლუბის საიტზე მთავარი სურათები გასაახლებელია. საიტის ქართულ ვერსიაზე ბოლო სიახლე დადებულია 8 სექტემბერს,  ცხრილი კი მე-12 ტურის შემდეგ არ განახლებულა. თბილისელთა საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, სადაც ბოლო სიახლე 2016 წლის 19 იანვრისაა.

შეუძლებელია გაიგო, ვინ თამაშობს ძირითად გუნდში და ვინ არიან მწვრთნელები სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში. შედარებით გამართულია კლუბის შესახებ ინფორმაცია და ადმინისტრაციის წარმომადგენლების გვერდი.

ფოტოგალერეა არის ძველი, ვიდეოგალერეაში 2015 წლის ვიდეოებია და საერთოდ გაუმართავია ინფრასტრუქტურის გვერდი.



fcloco.ge

Sportall.Ge

"ლოკომოტივი" მე-4 ადგილზეა და 4 ქულა აშორებს უშუალო კონკურენტთან. საიტს აქვს ინგლისური ვერსიაც, რომელიც გამართულად მუშაობს.

სიახლეები დროულად იდება და მატჩის მიმოხილვაც სრულადაა წარმოდგენილი. კლუბის ისტორიის, მენეჯმენტისა და ბაზის შესახებ ინფორმაცია ქართულად წერია, მაგრამ ინგლისურ ვერსიაში მხოლოდ ფოტოა.

ასევე, ინფორმაცია სრულია კლუბის ფეხბურთელებზე, მწვრთნელებსა და პერსონალზე.  გამართულია ინფორმაცია მომავალ თამაშებსა და აკადემიაზე. მთავარი მინუსი ის არის, რომ გალერეაში ძველი ფოტოები და ვიდეოები დევს.



fcsamtredia.com

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონის, "სამტრედიის" საიტსაც აქვს ინგლისური ვერსია, მაგრამ არ მუშაობს...

ქართულ ენაზე სიახლეები დროულად იდება და მიმოხილვაცაა წარმოდგენილი. საიტზე წერია კლუბის პერსონალისა და ფეხბურთელების შესახებაც, უბრალოდ, დაბადების თარიღები არაზუსტადაა მითითებული.

ფოტოგალერეაში მხოლოდ 3 ფოტო დევს, ვიდეოგალერეაში - 6 ვიდეო, ოღონდ ეს ყველაფერი ძალიან ძველია. საიტზე ცხრილი განახლებულია, ხოლო წინა თამაშების ნახვა ტრანსლირების გვერდზეა შესაძლებელი.



fctorpedo.ge

Sportall.Ge

"ტორპედო" მე-2 ადგილზეა და ჩემპიონობისთვის იბრძვის. ქუთაისელთა საიტს ინგლისური და რუსული ვერსიაც აქვს, მაგრამ ენის შეცვლის მიუხედავად, სიახლეები მაინც ქართულ ენაზე გვხვდება.

საიტზე ცხრილი განახლებულია, მაგრამ ბომბარდირების ველში ინფორმაცია ძველია. საიტზე სიახლეები თემატურად მრავალფეროვანია, მიმოხილვები ამომწურავია, მაგრამ მატჩისწინა პრევიუები არ არის.

საიტზე საკმაოდ კარგადაა ნაჩვენები კლუბისა და ფეხბურთელების შესახებ ინფორმაცია. შეგიძლიათ ძველ მატჩებსაც გადახედოთ, მაგრამ მომავალში ჩასატარებელი მხოლოდ ერთი შეხვედრაა წარმოდგენილი.

გაუმართავია ვიდეოგალერეა და ჭაბუკთა გუნდის შესახებ ინფორმაცია.
 

fcdinamo.ge


Sportall.Ge

თბილისის "დინამო" პირველ ადგილზეა და ცდილობს პოზიციის შენარჩუნებას. თბილისური გუნდის საიტის ინგლისური ვერსია ისევე გამართულად მუშაობს, როგორც ქართული.

საიტზე შესაძლებელია გაეცნო "დინამოში" მიმდინარე სხვადასხვა სიახლეს. კლუბის მთავარი გვერდიდან გადავდივართ საკლუბო მაღაზიისა და აკადემიის გვერდებზე. ასევე, შეგვიძლია შევიძინოთ ბილეთები ან ჩამოვწეროთ აპლიკაცია.

კლუბის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია მოცემულია დაწვრილებით - ისტორიით დაწყებული და უნიფორმის დიზაინით დამთავრებული. კლუბის ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზეც ინფორმაცია სრულად არის ნაჩვენები.

საიტი არის მრავალფუნქციური და საუკეთესოა ეროვნულ ლიგაში. სასურველი იქნებოდა, ეროვნული ლიგის კლუბების ხელმძღვანელებს მეტი ემუშავათ რებრენდინგზე და მიებაძათ თბილისური კლუბისთვის.

 

 

https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/erovnuli-liga/110477-qarthuli-saklubo-saitebi-evropul-dones-verc-aq-vakmayofilebth.html

sportall.ge  გალაქტიონ ესაკია  12.10.2017

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017