01.04.2019
15 წლამდელებმა საბაჰი მეორედაც დაჯაბნეს

ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა აკადემიის მოედანზე აზერბაიჯანულ საჰაბთან კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ჭაბუკმა დინამოელებმა მეტოქეს პირველი შეხვედრის დარად 4:0 აჯობეს. ჩხეტიანმა დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი აბუაშვილმა და დევიძემ ჩაიწერეს თავის ანგარიშზე. დინამოელები დარასელიას თასამდე კიდევ 2 მატჩს ჩაატარებენ. ჩვენი გუნდი ასაკობრივ ჩემპიონატში ავაზას და რუსთავს უმასპინძლებს.

 

დინამო 4:0 საბა

 

U15 დინამო: ბერუაშვილი, ხვადაგიანი, გადრინდაშვილი, ჩხეტიანი, გაგნიძე, ჯანაშია, თოდუა, აბუაშვილი, გეგიაძე, იობაშვილი, ბაბლუანი

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, დათუაშვილი, არჩაია, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, კობახიძე, დევიძე, ლაცაბიძე, როსივერი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019