19.01.2019
9 დინამოელი 17 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდე ნაკრები შეიკრიბა და 20 იანვრიდან მინსკის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება. ბ ჯგუფში, 20 იანვარს ჭაბუკი ჯვაროსნები ისლანდიას შეხვდებიან, 22- ში ძალებს ისრაელთან მოსინჯავენ, ხოლო 24 იანვარს მოლდოვას დაუპირისპირდებიან. ნაკრების შემადგენლობაში აღნიშნული შეხვედრების ჩასატარებლად დინამოდან 9 ფეხბურთელია გამოძახებული. ზურაბ ერაძე, საბა ხვადაგიანი, ლაშა კვარაცხელია, თორნიკე მორჩილაძე, ირაკლი აზაროვი, ლევან ოსიყმაშვილი, გიორგი აბუაშვილი, ლუკა გაგნიძე და დავით ზურაბიანი ჯვაროსანთა ფერებს დაიცავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019