12.01.2019
დინამო ზამთრის თასის ფინალშია

დღეს ზამთრის თასზე ნახევარფინალური ეტაპის მატჩები შედგა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გუშინდელი წარმატებული ასპარეზობის შემდეგ დღეს რუსთავს შეხვდა. მატჩი საინტერესოდ, თვალსასეიროდ და დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ დედაქალაქელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. პირველი ტაიმი დინამომ 2:1 მოიგო, გოლები მოისწრაფიშვილმა და ჭავჭანიძემ გაიტანეს. მეორე ტაიმის დებიუტში აწყურელმა მესამე გოლიც გაიტანა, თუმცა საპასუხოდ რუსთავმაც გიბრძოლა და ორჯერ დაიყვანა ანგარიში მინიმუმამდე. მანამდე თბილისელთაგან ჯანგველაძემაც გაიტანა გოლი. საბოლოო წერტილი შეხვედრის ბოლო წუთზე მოისწრაფიშვილმა დასვა და დინამომ ფინალის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტი შეხვედრა, რომელშიც დინამო ცხინვალს დაუპირისპირდება, ხვალ 18.45 შედგება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019