11.05.2018
თბილისის ნაკრებმა ბერლინში იყოჩაღა

რეგიონთა თასის 2017 წლის გათამაშების გამარჯვებულმა - თბილისის ნაკრებმა ბერლინში სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. 14 წლამდელები გერმანიის დედაქალაქში ადგილობრივი დინამოს, ჰერტას და უნიონის თანატოლებს დაუპირისპირდნენ. თბილისელებმა სამივე შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვეს, შესაბამისად - 5:3, 4:2 და 4:0. კრებულში დინამოს აკადემიის 10 ფეხბურთელი - თორნიკე მოლაშვილი, საბა გეგიაძე, მუხრან ბაგრატიონი, ლევან კობახიძე, ომარ თოდუა, რატი ხუტიაშვილი, საბა თათულაშვილი, ლუკა არჩაია, ლუკა ჯოჯუა და ჯადული იობაშვილი იყო მიწვეული.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018