07.03.2018
დინამოელები უნგრეთის წინააღმდეგ

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები უნგრეთში იმყოფება. გიორგი მიქაძის გუნდმა ადგილობრივ 18 წლამდელებთან ერთი ამხანაგური მატჩი უკვე გამართა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა, გოლი კი მაგიართა კარში დინამოელმა თემურ გაბუნიამ გაიტანა. მის გარდა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ შიდმა დინამოელმა ითამაშა. კარს გიორგი მამარდაშვილი იცავდა, შეცვლაზე გიორგი გოგობერიშვილი შევიდა, ხოლო ნიკა გაბელაია, ფირუზ გაბიტაშვილი, არჩილ ბასარია, ლუკა ბერიაშვილი და თამაზ ბაბუნაძე სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. 8 მარტს ახალგაზრდა ჯვაროსნები კიდევ ერთხელ გაეჯიბრებიან მასპინძლებს.

 

ფოტო (c) უნგრეთის ფეხბურთის ფედერაციის სოციალური გვერდიდან

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018