06.02.2018
სელექცია მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში

ათიოდე დღის წინ მარტვილში საზეიმოდ გახსნილ საფეხბურთო აკადემიაში, 3 და 4 თებევალს სელექციის პირველი ეტაპი ჩატარდა. შერჩევები U13, U12, U11, U10, U9 და U8 ასაკობრივ ჯუფებში გაიმართა, რომელშიც მონაწიელობა 180- მდე მოზარდმა ფეხბურთელმა მიიღო. შერჩევის პროცესში აქტიურ მონაწილეობას დინამოს აკადემიის მთავარი სელექციონერი თეიმურაზ უგრეხელიძე, სელექციონერი გელა ბანცური, მარტვილის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი ჯესი სურმავა და ამავე აკადემიის ასაკობრივი ჯგუფების მწვრთნელები იღებდნენ. სელექციის მეორე ეტაპი 10 და 11 თებერვალს ჩატარდება, რომლის დამთავრების შემდეგ ფეხბურთელების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის მიხედვით ასაკობრივი გუნდები დაკომპექტდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018