12.09.2017
17 წლამდელებმა ოქროს ლიგაში ავაზა დაამარცხეს

ოქროს ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელებმა აკადემიის მოედანზე ავაზას უმასპინძლეს და საინტერესო შეხვედრაში 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლი სტუმრებს ჩარკვიანმა გაუტანა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ამ გამარჯვებით 4 მატჩიდან 9 ქულა დააგროვა და დღეისათვის სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ თბილისელებს მეტოქეებთან შედარებით სამით ნაკლები შეხვედრა აქვთ ჩატარებული. მომდევნო პაექრობას ჩვენი გუნდი 19 სექტემბერს გაგრას წინააღმდეგ გამართავს.

U17 დინამო 1:0 ავაზა

U17 დინამო: თვალოძე, მელიქიშვილი, გაბედავა, კალანდაძე, წაქაძე, გოგოხია, თუდები, ფარულავა, იაკობიძე, ლომთაძე, ჩარკვიანი

შეცვლაზე შევიდნენ: ჭავჭანიძე, ბაჯელიძე, ჩაკვეტაძე, ჯანგველაძე, გულხადარაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017