15.03.2017
15 წლამდელები ფინალში გავიდნენ

გრძელდება საერთაშორისო ტურნირი Junior Cup- ის გათამაშება, რომელშიც დინამოს 15 წლამდელთა შემადგენლობაც იღებს მონაწილეობას. დინამოელები ტურნირის ნახევარფინალში სფფ- ს აკადემიას დაუპირისპირდნენ და 2:1 დაამარცხეს მეტოქე. გოლები ჯინჯოლავამ და მორჩილაძემ გაიტანეს. სულიკო დავითაშვილის შეგირდები 16 მარტს გადამწყვეტ შეხვედრაში ვლადიკავკაზის იუნოსტს დაუპირისპირდებიან. ეს გუნდები ჯგუფურ სტადიაზე უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და თბილისელებმა მაშინ 3:2 აჯობეს მეტოქეს. ფინალური შეხვედრა ბენდელას სტადიონზე 18.00 საათზე დაიწყება.

U15 დინამო: ლურსმანასვილი, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ზურაბიანი, აზაროვი, ბექაური, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ტალახაძე, შაშიაშვილი, ჯინჯოლავა, ფირცხალაიშვილი, კონიაშვილი, ბაჩალეიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017