15.08.2011
დუბლებმა 4:3 მოიგეს

ვიტ ჯორჯიასთან დინამოს დუბლებმაც მოიგეს. პირველობის მეორე ტურის მატჩში ჩვენმა გუნდმა დაძაბულ ბრძნოლაში 4:3 სძლია ვიტ ჯორჯიას და ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. ბურთები 11 დარტყმით კოტე გაბაშვილმა და სანდრო რეხვიაშვილმა გაიტანეს. მეორე ტაიმის მე-15 წუთზე რეხვიაშვილმა დუბლი შეასრულა. მეტოქემ მოახერხა ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ 72-ე წუთზე უკვე გაბაშვილის სტატუს-კვო აღსდგა. ვიტ ჯორჯიამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო.  გიორგი დევდარიანის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

დინამო: ნადირაძე, გველესიანი, ხოჭოლავა, ამაშუკელი, ტვილდიანი, პაპავა (61 - ნემსაძე), პარუნაშვილი, რეხვიაშვილი, ფოცხვერია, გაბაშვილი (57 - კაჭარავა), ჩაფიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024