დინამოში ნახევარმცველი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, თორნიკე თარხნიშვილი ჩაირიცხა. თარხნიშვილი უკანასკნელ წლებში ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა, მანამდე კი ცხინვალის სპარტაკის ღირსებას იცავდა. დინამოს ახალწვეულმა პროფესიული საფეხბურთო კარიერა ზესტაფონში დაიწყო, მცირე ხნის მანძილზე ბოლნისის სიონის რიგებშიც გამოდიოდა. ჩვენმა კლუბმა თარხნიშვილთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
თორნიკე თარხნიშვილი – დინამოში თამაშზე ყველა ქართველი ფეხბურთელი ოცნებობს და გამონაკლისი არც მე ვარ. დიდი იმედი მაქვს, რომ დინამოსთან ერთად საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც დიდ წარმატებას მივაღწევთ.