• Geo
  • Eng
19.04.2012
დინამოს დუბლებმა ზესტაფონი დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXVIII ტურის შეხვედრაში დინამოელებმა დიღმის ბაზაზე ზესტაფონს უმასპინძლეს. მძიმე და დაძაბულ შეხვედრაში თბილისელებმა 3:2 იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ დინამომ თითქმის მთელი შეხვედრა კაცნაკლულმა ჩაატარა, რადგან მეთოთხმეტე წუთზე სათამაშო მოედნიდან– რეხვიაშვილი გააძევეს. უხვგოლიან დაპირისპირებაში დინამოელთაგან სამივე ბურთი ვაჟა მათიაშვილმა გაიტანა. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში ვასილ მაისურაძის შეგირდები პირველ ადგილზე იმყოფებიან.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა, მანაგაძე, სანდოხაძე, გველესიანი, კაკულია, ჩაფიძე, რეხვიაშვილი, მუმლაძე (ლობჟანიძე 70’), მაჭავარიანი (სარიშვილი 76’), მათიაშვილი, რუხაძე

გოლები: მათიაშვილი 6’ 53’ 83’

გაძევება: რეხვიაშვილი 14’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024