• Geo
  • Eng
14.04.2012
ბლიც–ინტერვიუ რობერტინიოსთან

ბაია 2:2 დინამოს დასრულების შემდეგ მატჩისშემდგომი კომენტარის გაკეთება დინამოელთაგან დღევანდელ შეხვედრაში პირველი გოლის ავტორს, რობერტინიოს ვთხოვეთ.

რობერტინიო – პირველ ტაიმში დაცვაში დროულად ჩამოსვლა გვიჭირდა. ბურთის დაჭერაც ვერ შევძელით და შედეგად ორი გოლიც მივიღეთ. მეორე ნახევარში ბევრად უფრო აქტიურად და აგრესიულად ვითამაშეთ. ბურთის გაგორებაც შევძელით და ორი გოლის გატანაც მოვახერხეთ. მართალია ჩვენთვის ფრე შეიძლება მარცხის ტოლფასი იყოს, მაგრამ მაინც კარგია, რომ წაგებას თავი დავაღწიეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024