• Geo
  • Eng
13.04.2012
ბაია – დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი წრის ბოლო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ზუგდიდში, ადგილბროვი ბაიას წინააღმდეგ ჩაატარებს. ხვალინდელ შეხვედრას, რომელიც ბაიას ბაზაზე გაიმართება, ლაშა სილაგავა განსჯის.

უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა ზესტაფონისა და მეტალურგის სათასო დაპირისპირებაა. ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) სილაგავამ ფეხბურთელებს 4 ყვითელი ბარათი უჩვენა.

დინამოს მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს ქუთაისში, ტორპედო 1:1 დინამო იმსაჯა. სადაც მან ფეხბურთელები ხუთჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 71 თამაში / 227 ყვითელი / 10 წითელი / 14 პენალტი

პირველი ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 14 თამაში / 39 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024