• Geo
  • Eng
30.03.2012
დუბლებმა სიონი დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIII ტურის გადადებულ შეხვედრაში დინამოელები ავაზას სტადიონზე ბოლნისის სიონს დაუპირისპირდნენ. მატჩის პირველ ნახევარში თბილისელებმა სამი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს მეტოქის კარში, მეორე ტაიმმა კი გოლების გარეშე განვლო და საბოლოოდ დინამომ დიდი ანგარიშით 3–0 იმარჯვა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით თავი ოთარ ხიზანეიშვილმა, ბუბა რუხაძემ და გიორგი პარუნაშვილმაგამოიჩინეს.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა – ხიზანეიშვილი (სარიშვილი 46’), სანდოხაძე, მანაგაძე, კაკულია – პაპავა (კიტოვანი 46’), მუმლაძე, პარუნაშვილი (ლობჟანიძე 46’) – რუხაძე, ზივზივაძე (მათიაშვილი 46’), ფოცხვერია (ნიკვაშვილი 14’)

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024