• Geo
  • Eng
29.03.2012
ლევან ხმალაძე – ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდება გამარჯვება

დინამო 0:0 დილას დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის სტაჟიან წევრს, ლევან ხმალაძეს გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ლევან ხმალაძე – გორის დილასთან თამაში კარგად დავიწყეთ. მატჩის პირველივე წუთებზე უპირატესობას დავეუფლეთ. თუმცა მეორე ტაიმში ნელ–ნელა ნერვიულობა დაგვეტყო, ვინაიდან მოსაგები თამაში იყო და ყველანი ვჩქარობდით. ფსიქოლოგიურად ძალიან გვჭირდება გამარჯვება და იმედი მაქვს, მომდევნო შეხვედრიდან წაუგებელ სერიას მოგებების სერიით განვაგრძობთ. რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, ტრავმა საერთოდ აღარ მაწუხებს. შეიძლება ითქვას, რომ  ნელ–ნელა სასურველ სათამაშო ფორმაში შევდივარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს ნდობისათვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024