• Geo
  • Eng
13.08.2011
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯიას მთ. მწვრთნელი) - უპირველეს ყოვლისა ვულოცავ დინამოს და ჩემს კოლეგას ალექს გარსიას დამსახურებულ გამარჯვებას. დინამო ძალიან ძლიერ გუნდად ყალიბდება. დიდი სურვილის მიუხედავად ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება მეტოქემ არ მოგვცა. კიდევ ერთხელ ვულოცავ დინამოს.
ალექს გარსია - პირველ რიგში მადლობა უნდა ვუთხრა კოლეგას მოლოცვისთვის, ჩვენ ვნახეთ ვიტ ჯორჯიას პირველი თამაში და გუნდი ძალიან მომეწონა. ყოველთვის სასიამოვნოა შემტევი სტილით მოთამაშე გუნდებთან თამაში. მოედნის უხარისხო საფარი დამატებით პრობლემებს გვიქმნიდა. დღევანდელ მსაჯობასთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს, რომელსაც ჩემთვისვე დავიტოვებ.რაც შეეხება ალვაროს დებიუტს კმაყოფილი ვარ მისი თამაშით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024