• Geo
  • Eng
26.03.2012
ვახტანგ ფოცხვერია - დიდი ხნის ოცნება ამიხდა

ქუთაისში გამართულ ორმოცდამეათე საიუბილეო კლასიკოში დინამოს პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა, ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობის წევრ, 19 წლის ვახტანგ ფოცხვერიას. დღეს ვახტანგ ფოცხვერია ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის სტუმარია.

ვახტანგ ფოცხვერია- ძალიან დიდი ხნის ოცნება ამიხდა. მრავალი წელია დინამოს სხვადასხვა ასაკობრივ გუნდში ვთამაშობ და ტორპედოსთან ნატვრა ამიხდა, დინამო თბილისის პირველი გუნდის მაისური მოვირგე, რაც ჩემთვის  დიდი სტიმულია. ვეცდები წინსვლა განვაგრძო და ჩემი თამაშით გულშემატკივარს თავი დავამახსოვრო. ტორპედოსთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა. მადლობა მინდა გადავუხადო სამწვრთნელო შტაბის თითოეულ წევრს, რომელთაც ნდობა გამომიცხადეს და ასეთ პრინციპულ მატჩში მომცეს თავის გამოჩენის საშუალება. პირველ გუნდთან ერთად აქამდეც მივარჯიშია და თავი უცხოდ ნამდვილად არ მიგრძვნია. მეტიც, გამოცდილი ფეხბურთელები გვერდით დამიდგნენ და პრინციპული შეხვედრის წინ განსაკუთრებულად ცდილობდნენ ჩემში საბრძოლო განწყობის ამაღლებას. დიდი იმედი მაქვს პირველ გუნდთან ერთად არაერთ დასამახსოვრებელ შეხვედრას ჩავატარებ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024