• Geo
  • Eng
26.03.2012
გულვერდ თომაშვილი – ბოლო შეხვედრებში წარმატებამდე ცოტა გვაკლდება

ქუთაისში გამართული კლასიკოს შემდეგ, ჩვენი გუნდის ცენტრალურ მცველს, გულვერდ თომაშვილს გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

გულვერდ თომაშვილი – ტორპედოს წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრის ჩატარება ყოველთვის ძნელია. ქუთაისში გამუდმებით წნეხში გვიწევს თამაში. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს ფაქტია, პირველი ტაიმი არასახარბიელოდ დავიწყეთ – მეორე ნახევარში კი თამაშის ხარისხი გამოვასწორეთ და ანგარიშის გათანაბრებაც მოვახერხეთ. მართალია შეხვედრის მოგების შანსი გვქონდა, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში უბრალოდ არ გვიმართლებდა. ბოლო შეხვედრებში გამოჩნდა, რომ წარმატებამდე ცოტა გვაკლდება, შეიძლება ჩვენ ვაკლებთ კიდეც, იმედი მაქვს, ამ კომპონენტშიც მალე დავიხვეწებით და საკუთარ თამაშს მალე ვიპოვით. სასიხარულოა, რომ ისეთი პრინციპულ მეტოქის კარში, როგორიც ქუთაისის ტორპედოა, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამაქვს გოლი, თუმცა ორმაგად სასიხარულო იქნებოდა დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებისთვის რომ მიგვეღწია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024