• Geo
  • Eng
20.03.2012
ჩისკო – გზა ჩემპიონობისკენ ზესტაფონთან შეხვედრაზე გადის

დინამო არენაზე გასამართი დინამო – ზესტაფონის დაპირისპირების წინ, ჩვენი გუნდის ესპანელ ლეგიონერს, ჩისკო მუნიოსს დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

ჩისკო – ჩვენთვის ყველაზე განსაკუთრებული თამაშია. ვფიქრობ, მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იქნება და ვეცდებით სასურველი ანგარიშით დავასრულოთ ზესტაფონთან დაპირისპირება. კარგად გვესმის, რომ ჩემპიონობისკენ მიმავალი გზა, სწორედ ხვალინდელი შეხვედრის მოგებაზე გადის. ზესტაფონის წინააღმდეგ უკვე ორი შეხვედრა ჩავატარე. კარგად გამოჩნდა, რომ ზესტაფონში არიან ფეხბურთელები, რომლებიც წლებია ერთად თამაშობენ და შეთამაშებულნი არიან – შესაბამისად ერთმანეთის შესანიშნავად ესმით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ის შეცდომები, რაც წინა შეხვედრებში დავუშვით მაქსიმალურად გამოვასწოროთ. ვიცი, რომ ზესტაფონის თავდამსხმელს ორი ბურთით ჩამოვრჩები ბომბარდირთა დავაში, თუმცა ეს უფრო პირადი ასპარეზია. რომ არა ტრავმები, ვფიქრობ მეტი გოლი მექნებოდა გატანილი. ხვალინდელი თამაშის წინ გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ფსიქოლოგიურად ყველანი მზად ვართ ამ დაპირისპირებისთვის. ჩვენ ახლა დაძრული მატარებლის უკანასკნელ ვაგონს უნდა მივასწროთ, თუ კი ჩემპიონობა გვსურს – ამისთვის კი ხვალ მოედანზე სულს დავდებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024