• Geo
  • Eng
20.03.2012
გულშემატკივართა საყურადღებოდ!

ოთხშაბათს, 21 მარტს, დინამო არენაზე, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მესამე ტურის მატჩში, დინამო თბილისი ს.კ. ზესტაფონს უმასპინძლებს. ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა სტუმართა გუნდის გულშემატკივართა ინტერესი შეხვედრის მიმართ. მატჩის დღეს სტუმართა გუნდის ქომაგთათვის 16.00 საათიდან, ცაბაძე-წერეთლის ქუჩების კუთხეში მდებარე მეექვსე სალარო იმუშავებს. სალაროში სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია იწარმოებს. კლუბების შეთანხმების საფუძველზე მატჩის დროს ზესტაფონელი ქომაგები ჩრდილოეთ ტრიბუნის მე-18 სექტორზე განთავსდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024