• Geo
  • Eng
18.03.2012
დავით ოდიკაძე – ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო

დინამო თბილისის ხელმძღვანელობასა და დავით ოდიკაძეს შორის მოხდა იმ არასპორტული ინციდენტის განხილვა, რომელსაც ადგილი ჰქონდა დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის შეხვედრის დროს. თავად ფეხბურთელი შეწუხებულია ამ ფაქტით და აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას. აქვე გთავაზობთ მის კომენტარს.

დავით ოდიკაძე - ცხადია, წინასწარი განზრახვა არ მქონია, სამწუხაროდ ნერვები ვერ მოვთოკე. კიდევ ერთხელ მინდა მოვუბოდიშო ლაშა ჩალაძეს, რომელსაც მატჩის შემდეგაც ვესაუბრე, ასევე მერანის გულშემატკივარს და ყველას, ვისაც ჩემი მოქმედებით გული დავწყვიტე. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024