• Geo
  • Eng
15.03.2012
დავით ოდიკაძე – გუნდი მოწადინებულია რევანშისთვის

მარტვილის მერანთან მოახლოებული შეხვედრის წინ კლუბის ოფიციალური ვებ გვერდისთვის კომენტარი ჩვენი გუნდის ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ოდიკაძემ გააკეთა.

დავით ოდიკაძე– ბოლო მარცხი  მერანთან შეხვედრაში განვიცადეთ და მთელი გუნდი მოწადინებულია რევანშისთვის. მონდომებით ვემზადებით და ყველას გვსურს გამარჯვება. რაც შეეხება მეტოქეს– მერანი ძალიან მებრძოლი გუნდია.  მათ ჰყავთ ფეხბურთელები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ უმაღლეს ლიგაში თამაშის. გუნდიდან მინდა  გივი დიდავა გამოვყო, რომელსაც არაერთი სეზონი გაუტარებია დინამოში და საკმაოდ გამოცდილი და მებრძოლი ფეხბურთელია. ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და უკვე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩემპიონობა ჩვენ დაგვრჩება. ყველანაირად ვეცდებით გავახაროთ ჩვენი ნაღდი გულშემატკივრები, რომლებიც სულ გვერდში გვიდგანან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024