• Geo
  • Eng
14.03.2012
დინამო vs მერანი – ურთიერთშეხვედრები

პარასკევს, 16 მარტს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეორე ტურში, დინამო თბილისი მარტვილის მერანს უმასპინძლებს. შეხვედრა 18 საათზე დინამო არენაზე გაიმართება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრები ხანმოკლე ისტორია გააჩნია. ეს გუნდები სულ ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან თბილისელებს თანაბარი ბალანსი გააჩნიათ. ორი შეხვედრიდან ერთი მოგება და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდებაც იდენტურია 3/3. პირველი შეხვედრა თბილისში, 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. მეორე შეხვედრაში კი მერანმა ჩვენი გუნდი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა– იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში იობაშვილის და ტაპეს გოლები მოჰყვა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024