• Geo
  • Eng
08.08.2011
გლადიატორები გუნდმა დაასაჩუქრა

დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მიკელ ალვაროს ტრანსფერთან დაკავშირებული პრესკონფერნციის დასრულებისას "გლადიატორებს" თბილისურმა კლუბმა საჩუქარი გაუკეთა.
პრეზენტაციაზე მისულ "დინამო" თბილისის ოფიციალურ ფან–კლუბს საჩუქრად გუნდის სათამაშო ათი (ხუთი თეთრი და ხუთი ლურჯი) მაისური გადაეცა.
"გლადიატორები" თბილისური კლუბის ხელმძღვანელობას კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ესოდენ სასიამოვნო სიურპრიზისათვის.

http://gladiators.ge/index.php?newsid=728 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024