• Geo
  • Eng
29.03.2012
დინამო - დილას ლევან კვარაცხელია განსჯის

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის პირველი ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი გორის დილას წინააღმდეგ გამართავს, ლევან კვარცხელია განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლევან კვარაცხელიამ იმსაჯა ზესტაფონი 2–1 მეტალურგი არის, სადაც კვარაცხელიამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლევან კვარაცხელიამ უკანასკნელად გასულ წელს იმსაჯა. საგულისხმოა, რომ იმ შეხვედრაში ჩვენი გუნდი გორის დილას დაუპირისპირდა დინამო არენაზე და კარლეს კოტოსა და ჯაბა ჯიღაურის გოლებით 2:0 იმარჯვა. ხსენებულ მატჩში ლევან კვარაცხელიამ ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი სამჯერ უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლევან კვარაცხელიას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლევან კვარაცხელია
დაბადების თარიღი: 1979 წლის 18 მაისი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 53 თამაში / 208 ყვითელი / 14 წითელი / 15 პენალტი
პირველი ლიგა - 3 თამაში / 14 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საქართველოს თასი - 8 თამაში / 37 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 10 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
საერთაშორისო ამხანგური მატჩები – 2 თამაში / 16 ყვითელი / 3 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024