• Geo
  • Eng
08.03.2012
გულშემატკივართა აზრით დინამო ჩემპიონი გახდება

დინამოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა - რომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს დინამო, დასრულებულია.

აღნიშნულ ინტერაქტივში მონაწილეობა 1408 გულშემატკივარმა მიიღო. გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით (621 ხმა) დინამო მიმდინარე ჩემპიონატს სატურნირო ცხრილის სათავეში - პირველ ადგილზე დაასრულებს და ისტორიაში მორიგ, საქართველოს ჩემპიონის მეთოთხმეტე ტიტულს მოიპოვებს.

გამოკითხულთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

რომელ ადგილზე დაასრულებს ჩემპიონატს დინამო

1 ადილზე - 621

2 ადგილზე - 478

3 ადგილზე - 215

სხვა - 74

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024