• Geo
  • Eng
03.03.2012
გაგრა vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის ოცდამეორე ტურში გაგრა დინამო თბილისს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა მეტოქე გუნდის თხოვნის საფუძველზე დინამო არენაზე გაიმართება. აქამდე ამ გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატში ერთმანეთთან რვაჯერ უთამაშიათ. დინამოს უპირატესობა ზღვისპირელებთან მიმართებაში აშკარაა. ექვსი თამაში თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა, ერთი შეხვედრა მორჩა ფრედ და მხოლოდ ერთხელ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 15-3 დინამოს სასარგებლოდ. ერთადერთი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ბოლო მატჩში, რომელიც პირველი წრის მეთერთმეტე ტურში გაიმართა, ესპანელმა ლეგიონერებმა გამოიჩინეს თავი. 26 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში, კოტოს გოლით და ჩისკოს დუბლით დინამომ დიდი ანგარიშით 3–0 იმარჯვა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024