• Geo
  • Eng
01.03.2012
ექს- დინამოელები ნაკრებში

საქართველოს ნაკრებმა საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ალბანეთის ნაკრები 2-1 დაამარცხა. მოგეხსენებათ,  ნაკრების  შემადგენლობაში 2 დინამოელი გახლდათ გამოძახებული. საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში კი 8 ისეთი ფეხბურთელი გამოვიდა, რომლების ჩვენი გუნდის ღირსებას სხვადასხვა პერიოდში იცავდა. ნაკრების ახალი კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი 17-18 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერას დინამოში იწყებდა. ალექსანდრე ამისულაშვილმა დინამოში სამი სეზონი გაატარა. გურამ კაშია ორიოდ წლის წინ ჩვენი გუნდის  კაპიტანი გახლდათ. ჯაბა კანკავა 2003-04 წლების სეზონში გამოდიოდა, როდესაც დინამო უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.  ლადო დვალიშვილი დინამოში 2004-06 წლებში თამაშობდა, სანდრო კობახიძე კი 18-19 წლის ასაკში გამოდიოდა ჩვენი გუნდის ძირითადში. თარგამაძე, დაუშვილი და ყენია დინამოს აკადემიაში და ჩვენი გუნდის დუბლშემადგენლობაში თამაშობდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024